მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები მოსკოვში მდებარეობს. კომპანია HRG-იმ ყოველწლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და მასში ტრადიციულად მხოლოდ ძვირადღირებული ქალაქები მოხვდნენ.
როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, სასტუმროების საშუალო ღირებულება ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში გაიზარდა, თუმცა უკვე მე-13 წელია მოსკოვი ლიდერობას არ თმობს. რუსეთის დედაქალაქში ღამის გათენების საშუალო ღირებულება 313,48 ევროა, რაც ევროპის პოპულარულ ქალაქებთან შედარებით ბევრად მეტია.
აღსანიშნავია, რომ ლიდერთა ხუთეულში ასევე ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, ვაშინგტონი და ტოკიო მოხვდნენ.