Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სად ჯანდაბაში ხართ? – ბენიამინ ნეთანიაჰუ უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ჯანდაბაში ხართ? – ბენიამინ ნეთანიაჰუ უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს

230
ბენიამი

სად ჯანდაბაში ხართ? – ასეთი კითხვით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მიმართა, “ჰამასის” მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მათი რეაქციის გამო.

“ძალადობის გულსატკენი ისტორიები მოვისმინე. მე, ისევე როგორც თქვენ, სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების უპრეცედენტო შემთხვევების შესახებ მოვისმინე”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არ გაუგონია, რომ ქალთა ჯგუფები ან ადამიანის უფლებათა ჯგუფები ამის შესახებ “ყვიროდნენ.”

“ჩუმად იყავით, ვინაიდან ებრაელი ქალები იყვნენ? ქალთა უფლებების ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს ვეუბნები, თქვენ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, საშინელი სისასტიკეების, სექსუალური დასახიჩრების შესახებ გაიგონეთ? სად ჯანდაბაში ხართ? ველი, რომ ყველა ცივილიზებული ლიდერები, მთავრობები, ერები ასეთი სისასტიკის წინააღმდეგ ილაპარაკებენ,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები