2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობაზე გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიიღებენ.
ამის შესახებ მეხიკოში მიმდინარე კონგრესზე ფიფას აღმასკომის წევრები შეთანხმდნენ.
ტურნირის მასპინძელი ქვეყნის არჩევის მზადება ოთხ ეტაპად დაიყო:
ახალი სტრატეგია და კონსულტაცია (2016 წ. მაისი – 2017 წ. მაისი); განაცხადების მიღება (2017 წ. ივნისი – 2018 წ. დეკემბერი); განაცხადების შეფასება (2019 წ, იანვარი – 2020 წ, თებერვალი); ტურნირის ჩატარების ადგილის გადაწყვეტილება (2020 წ. მაისი).
შეგახსენებთ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მუნდიალებზე მონაწილეების 40 გუნდამდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.