რატი დურგლიშვილი უცხოელი პროდიუსერების მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლახან გაემგზავრა. იქ ერთდროულად ორი ახალი კლიპის გადაღება მიმდინარეობს რატის ორ ინგლისურენოვან სიმღერაზე.
ახლახან „ფეისბუქის“ გვერდზე რატიმ გადაღებების პროცესის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ვიდეოს კალიფორნიაში იღებენ და მასში ძალიან ლამაზი გოგონა მონაწილეობს. რატიმ მასთან ერთად გადაღებული ფოტოც და ვიდეოც გამოაქვეყნა.
რატი დურგლიშვილი:
რა გითხრა, დაწყებული კვებით, მანქანების მომსახურებით, ორგანიზებით – ყველაფერი გაწერილია, ყოველი წამი… ასე მგონია, ჰოლივუდის ფილმში მიღებენ (იღიმის). ის კამერა, რითაც ვიღებთ, უახლესია, ახლა ფილმებს რითიც იღებენ. პირველი კლიპის გადაღებისგან მეორე ძალიან განსხვავდება, აქ 12 ადამიანი მუშაობს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/rati.durglishvili/videos/901398739928292/?pnref=story” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]