ანა ლაიევსკა განსაკუთრებით პოპულარული იყო 2005-2019 წლებში, როცა ეკრანებზე გამოვიდა ორი საოცრად პოპულარული ლათინოამერიკული სერიალი „დედინაცვალი“ და „ელენას მოჩვენება“. სერიალში დედინაცვალი მან ვიქტორია რუფოს ქალიშვილის როლი ითამაშა, ხოლო ელენას მოჩვენებაში, ტყუპი დების როლი განასახიერა. პირველად ანა ეკრანებზე 1997 წელს გამოჩნდა სერიალით „ერთხელაც ფრთები ამოგივა“.
ანა წარმოშობით რუსია, თუმცა 9 წლიდან მექსიკაში ცხოვრობს. ის დაქორწინებულია მსახიობ როდრიგო მორეირაზე, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს. რაც ეხება ანას ამჟამინდელ საქმიანობას, ის მონაწილეობს „ნეტფლიქსის“ სერიალში „მეზობლების ომი“, რომელიც იმდენად რეიტინგული გამოდგა, რომ სერიალი მეორე სეზონით გაგრძელდა.
ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი, გლორია პირესი ახალ ფილმში ჭაღარა თმით გამოჩნდა