80-იანი წლების არგენტინული სერიალების მეგა ვარსკვლავი გრესია კოლმენარესი დღეს ეკრანებიდან გამქრალია. არადა იყო დრო, როცა ლათინო-ამერიკული სერიალების ვარსკვლავი, თითქმის ყველა წამყვან პროექტში იღებდა მონაწილეობას. მას საპნის ოპერის დედოფალსაც ეძახდნენ.
ყველაზე დასამახსოვრებელი მის კარიერაში, გახლავთ 1991 წელს ეკრანებზე გამოსული სერიალი „მანუელა“, რომელიც 220 სერიისგან შედგებოდა. ამ სერიალში გრესიამ ორი, ტყუპი დების როლი განასახიერა, რომლებიც ერთ მამაკაცზე არიან შეყვარებულები. ამ სერიალისთვის კოლმენარესს არნახული ჰონორარი გადაუხადეს, რომელიც იმ დროისთვის არგენტინაში კოლოსალური თანხად ითვლებოდა.
„მანუელა“, „მილაგროსი“, „ასუსენა“ – როგორ გამოიყურება ყველასთვის საყვარელი არგენტინელი მსახიობი დღეს
90-იანების შუაში გრესია კოლმენარესის რეიტინგი დაეცა. ძალიან დაბალი გამოდგა რეიტინგი სერიალისა „სიყვარულის ერთგულება“. ზოგადად, მსახიობისთვის ბოლო სერიალი აღმოჩნდა ტელენოველა ,,ნასესხები სიცოცხლე“. დაბალი რეიტინგის გამო მსახიობმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა, ამ დროს ის მხოლოდ 38 წლის იყო.
თავისი კარიერის შესახებ მსახიობმა მოგვიანებით გამოსცა წიგნი, „ცრემლები და ღიმილი“, რომელიც 2018 წელს გამოვიდა.
რაც ეხება პირადს, გრესია კოლმერესის პირველი მეუღლე იყო ბრაზილიელი მსახიობი ჰენრი ზაკა, რომელსაც გრესია 17 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად. 1986 წელს გრესია ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ მარსელო პელეგრისს და ვაჟი შეეძინა. როგორც მედია წერს, გრესია კოლმენარესი ახლა მაიამიში ცხოვრობს, სპორტით აქტიურად არის დაკავებული და დროდადრო ჩნდება სატელევიზიო გადაცემებში.