LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაქრა და როგორ გამოიყურება ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი ედუარდო მოსკოვისი

330
ედუარდო-მოსკოვისი

ედუარდო მოსკოვისი ეკრანებზე მაშინ გამოჩნდა, როცა მსოფლიოში ბრაზილიური სერიალების ბუმი იყო. ახალგაზრდა, მიმზიდველი მსახიობი მონაწილეობდა ისეთ სატელევიზიო სერიალებში, როგორებიცაა ორი  ყველზე პოპულარული ბრაზილიური სერიალი „ტროპიკელი ქალის საიდუმლო“ და „სიყვარულის სახელით“. ის რეჟისორებმა მალევე შეამჩნიეს და შესთავაზეს როლი ცნობილ ტელესერიალში „ეკლები და ვარდები“, სადაც მოსკოვისის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა.

ედუარდო წლები მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობდა და ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მეგობარმა სერიალის გადაღებაზე, მას დახმარება შესთავაზა. თავად მოსკოვისი იმდენად მოიხიბლა გადასაღები მოედნით, რომ პროფესია მიატოვა და ბედი კინოში მოსინჯა. მისი პირველი როლი იყო სერიალი „ქვა ქვაზე“, სადაც მან ბოშას როლი ითამაშა, სწორედ ამას მოჰყვა ტიტოს როლი სერიალში „ტროპიკელი ქალის საიდუმლო“ განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ედუარდოსთვის სერიალი „ჩემია ანგელოზი“, რასაც შემდგომში პოპულარული პროექტებიც მოჰყვა. 2002 წელს მოსკოვისი გლორია პირეშის პარტნიორი იყო სერიალში „ქალის სურვილები“, სადაც მან ჟურნალისტის როლი შეასრულა. 2018 წელს ედუარდო დაპატიჟეს სერიალში „მეშვიდე მცველი“.

მოსკოვისი დაქორწინებული იყო რობერტა რიჩარდსზე, რომლისგანაც ორი ქალიშვილი ჰყავს. 2007 წელს მან სინტია ჰოულეტზე იქორწინა და მალევე წყვილს კიდევ ერთი გოგონა შეეძინა. ამჯერად მოსკოვისი აქტიურად მონაწილეობს კინოებსა და სპექტაკლებში.

სად ვნახავთ „ფარული ვნების“ ახალს სეზონს და რატომ ჩაანაცვლა ლათინოამერიკული სერიალები თურქულმა ტელე-ნოველებმა – საინტერესო ფაქტები ბლოგერ თათია ტაბატაძისგან

„კასანდრას“ პრემიერიდან 30 წელი გავიდა – როგორ გამოიყურებიან კორეიმა ტორესი და ოსვალდო რიოსი დღეს

მონატრებული ჰადე, საკულტო სერიალიდან „კლონი“, ეკრანებზე ახალი სერიალით ბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები