LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაქრა ბადრი ესებუა და სადაა გატაცებული ნახევარი მილიონი: 40-დან 40-ვე ტყვიას მიზანს ზუსტად ახვედრებდა

637
ADRI

ძნელია 21 ოქტომბრის დავიწყება. ამ დღეს მთელი საქართველო ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში განვითარებულ მოვლენებს თვალმოუშორებლად ვადევნებდით თვალს. იყვნენ ისეთებიც, ვინც ლოცულობდა, რომ მძარცველს მძევლები არ დაეხოცა.

როგორც დასრულდა ამბები, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. სახელმწიფომ გადაწყვიტა, მძევლების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო და მძარცველს ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი გადასცა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი ბადრი ესებუაა, რომელიც ადრე თაvდაცვის სამინისტროში მსახურობდა.

მალე საქართველოში საარჩევნო ციებ-ცხeლება დაიწყო და თითქოს ბევრს გადაავიწყდა, ზუგდიდში მომხდარი.  თუმცა პერიოდულად სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, სად შეიძლება იყოს ესებუა, რომელიც სამწუხაროდ ზოგისთვის სტოკჰოლმის სინდრომის გამოვლენის მიზეზი გახდა.

გთავაზობთ ვერსიებს, რომელიც ჯერჯერობით მოუხელთებელი მძარცველის შესახებ ვრცელდება.

1. თავად საქართველოში დარჩა, თანხა კი საქართველოში აღარაა და აფხაზეთში გადაიტანეს.

2. ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ჯარში მსახურის დროს ფილტვებზე შეექმნა პრობლემა. სამკურნალო თანხა არ ჰქონდა და თამაში დაიწყო. შესაბამისად ბევრი ვალი დაუგროვდა (შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბანკის გაქურდვა სწორედ ვალებმა გადააწყვეტინა).

ძარცვამ საზოგადოებას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაუტოვა.

ის მარტო მოქმედებდა, თუ თანამზრახველი ჰყავდა?

როგორ მოხდა, რომ შსს-მ მძარცველს ნახევარი მილიონი გადასცა და მისი კვალი დაკარგა და როგორ ვერ მოაგვარა პრობლემა, თუნდაც ერთი პატარა გადამცემის წყალობით.

ბადრი ესებუას მეგობრები „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ მას მარტო გადასარევად შეეძლო ძარცვის დაგეგმვა და განხორციელება, რადგან ასეულში ყველაზე კარგ მსროლელად მიიჩნეოდა.

წვრთნების დროს 40-დან 40-ვე ტყვიას მიზანს ზუსტად ახვედრებდა“, – ამბობს მეგობარი.

ის თეორიაშიც ძალიან ნიჭიერი ყოფილა. თურმე ასეულში იარაღს ყველაზე სწრაფად შლიდა და აწყობდა.

მეგობარი ფიქრობს, რომ ის კარგად მოემზადა, რომ სისხლი არ დაღვრილიყო.

მისი თქმით, ესებუა გონიერია და ის ქვეყანას არ დატოვებდა, რადგან გონიერია და ახლა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს.

უცნაურია, მაგრამ ბადრი ესებუა ძარცვამდე რამდენიმე საათით ადრე მეზობელს სიმინდის აღებაში ეხმარებოდა.

სწორედ ამიტომ ზოგი შსს-ს განცხადების მიუხედავად მაინცფიქრობენ, რომ მძარცველი ბადრი ესებუა არც ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები