LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად დაიდგმება ნაძვის ხე და სად გაიმართება კონცერტი გადაწყვეტილი არ არის

3-max-1000

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, სად დაიდგმება თბილისის მთავარი ნაძვის ხე და სად გაიმართება საახალწლო გალა-კონცერტი. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.

„კონცერტთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას. მხოლოდ ერთი კონცერტით არ შემოვიფარგლებით. მთელი დღეების განმავლობაში იქნება კონცერტები, ღონისძიებები, თეატრალური წარმოდგენები.რაც შეეხება გალა-კონცერტს, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად გაიმართება,”- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ მერიას ყოველწლიურად უწევს გალა- კონცერტისთვის სცენის ქირაობა, კალაძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმე მერიას სცენას აჩუქებს, ამ საჩუქარს სიამოვნებით მიიღებს.

„თუ არიან ასეთი კეთილი ადამიანები, სცენას გვაჩუქებენ და ერთხელ გადახდილი თანხით ყოველწლიურად შეგვეძლება ვისარგებლოთ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდით და ძალიან გაგვეხარდებოდა თუ ასეთ საჩუქარს ვინმე გაგვიკეთებდა. 2 მილიონი ლარი საახალწლო ღონისძიებებშისთვის რაც არის გამოყოფილი, მარტო სცენისთვის ხომ არ იხარჯება? ეს არის ჰონორარებისთვის, საახალწლო ღონისძიებების მთელი ატრიბუტიკისთვის და ა.შ.“- განაცხადა კალაძემ.