LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სად ჩააგდეთ ქვეყანა , ისეთ წუმპეში, რომ ინაუგურაციაზე, ძლიერი ქვეყნების პრეზიდენტები სანატრელი გაგვიხდა?! “

46485333_1088691121297606_4579685694573641728_n

თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასა და მის ფონზე, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციას, თაკო ჩარკვიანი სოციალური ქსელით ეხმაურება.

როგორი სულელი უნდა იყო, რომ 900 ათას კაცამდე,(ეს რაც ჩანს , გაყალბებული არჩევნებით) როგორი სულელი უნდა იყო , მართლა, რომ ერთი პარტიის წარმომადგენელი და მომხრე გეგონოს!! უკმაყოფილო, შეურაცხყოფილი ხალხის პროტესტი იყო დღეს თელავისკენ, რომ დაიძრა, ხელისუფლებისგან და ცრუ სალომესგან შეურაცხყოფილი, ხმების მოპარვით, კორუფციით და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, შეურაცხყოფილი ხალხი იყო ველისციხესთან!!!ფრთხილად!!!ხელისუფლებავ ფრთხილად!!!-ხშირ-ხშირად გადაახვიეთ და კადრები ნახეთ, რა რაოდენობააა ხალხისა და რამხელა კოლონა, უწყვეტი ჯაჭვი მოედინება საპროტესტოდ!!!!! რა ჰქენით, ასეთი, ამ 6 წელიწადში, სად ჩააგდეთ ქვეყანა , ისეთ წუმპეში, რომ ინაუგურაციაზე, ძლიერი ქვეყნების პრეზიდენტები ან მეორე პირები, ან, ან … სანატრელი გაგვიხდა?! სად მიაჩანჩალებთ, ამ მშვენიერ ქვეყანას????!!!!სამეზობლოში, ხომ ნაღდად გვქონდა პირველობის პრეტენზია, ახლა??? რას დაემსგავსა ეს ყველაფერი!! წახვალთ აბა რას იზამთ! უეჭველად წახვალთ! და კიდევ ერთი რამ: დღეს ველისციხესთან , ბრწყინვალე, ჩვეული სიმშვიდითა და დიპლომატიით, მოქმედებდა ბ.ნი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც პატრონობდა ახალგაზრდებს და ყველა პროვოკაცია, რომელიც თავიდან იქნა აცილებული, მისი დიდი დამსახურეებაა, რა თქმა უნდა, რამდენიმე ლიდერთან ერთად, ვერაფრით ვერ გამოიყვანეს წყობიდან და მიხარია, რომ მომავალში უდავოდ უმაგრესი პატრონი ეყოლება ამ ქვეყანას საერთაშორისო გზაზე, ეს თვალნათლივ ვნახეთ დღეს!!– წერს ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, თელავში აქციის ჩაშლის შემდეგ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები  რუსთაველზე საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.გარდა იმ კარვებისა, რომლებიც შვილმკვდარი მამების აქციის მონაწილებს აქვთ გაშლილი, პარლამენტის შენობასთან ორი ახალი კარავი მიიტანეს, წარწერით “არა სალომეს”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები