LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არის ყველაზე მაღალი ხელფასები საქართველოში

231
khelphasi

2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით ანუ 213.3 ლარით გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 108.8 (გაიზარდა 43.1 პროცენტით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 671 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 13.4 პროცენტით);
  • მშენებლობა – 2 177.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.5 პროცენტით);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 026.4 ლარი (გაიზარდა 16.6 პროცენტით).
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები