LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არის შაქარაშვილის ფეხსაცმელი და წინდები? არავინ არ ეძებს! – მარიამ ჯიშკარიანი

405
BeFunky-collage (70)

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, შემთხვევიდან 2 თვის შემდეგაც კი, პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს. გამოძიებამ საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის ხუთს, ბრალი დაუმძიმა, თუმცა არც ერთი ბრალდებული დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს. პროკურატურამ შაქარაშვილის გარდაცვალების სცენარის რეკონსტრუქცია გაასაჯაროვა, რომელიც გარდაცვლილის ოჯახისთვის სარწმუნო, საზოგადოების ნაწილისთვის კი, არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

ცენტრ ,,ემპათიის” დირექტორი ,,ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომ გამოძიების ვერსია და დანაშაულის სცენარის რეკონსტრუქცია, უნიჭო სპეკტაკლი იყო, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა. მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, გამოძიებას არ აქვს პასუხი არც დანაშაულის ადგილზე და არც ნივთმტკიცებულებებზე, რომელიც შემთხვევის ადგილზეა ნაპოვნი. მისივე თქმით, ამ დრომდე არ ეძებს უწყება შაქარაშვილის ფეხსაცმელს და წინდებს, რომელიც მას გარდაცვალებამდე ეცვა.

პროკურატურა დაკავებულების ადვოკატებს აფრთხილებს, არ გაასაჯაროონ შაქარაშვილის საქმის მასალები

,,ის რეკონსტრუქცია, რაც პროკურატურამ შემოგვთავაზა არ არის რეალური. ჯერ დაზუსტებულიც არ არის გარდაცვალების ადგილი მდინარესთან არის თუ სადმე სხვაგან. კითხვები  ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, მაგალითად 4 დღე იყო თუ არა გვამი წყალში, როდის დადგა სიკვდილი, სისხლნაჟღენთების დაზუსტება და ა.შ. ამ კითხვებს ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი. ყველაზე საეჭვო და ბუნდოვანია ჩანთის ფაქტორი, რომელიც კვალის ასარევად არის დადებული. ძალიან საინტერესოა, რომ ფეხსაცმელები და წინდები არ არის ნაპოვნი და არც არავინ ეძებს. სად წავიდა არავინ იცის. თუ კი ის დაიხრჩო, ამ დროს სხეული შუპდება და ვერ წაძვრებოდა.  გამოძიებაში ამაზე მასალა რატომ არ არის. ჩვენ არ გვაქვს” – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

წყალში რომ არ გადაეგდოთ, გადარჩებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი? – ექსპერტის განმარტება

მისივე თქმით, როცა ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, დანაშაულის სცენის რეკონსტრუქცია, არალოგიკურია. ექსპერტმა შემთხვევის ადგილას დნმ-ის ნიმუშების არსებობის ალბათობაზეც ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ მისთვის უცნობია, აქვს თუ არა პროკურატურას  რაიმე სახის დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა. ის ასევე ვარაუდობს, რომ საქმეში არანაირი დამატებითი ექსპერტი ჩართული არ არის.