LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არიან კახას მეგობრები: მილანი, რომელმაც ლიგა მოიგო

148

„მილანი“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სად არიან ახლა ისინი?
კარლო ანჩელოტის გუნდის პიკი.

„მილანმა“ 2006-07 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ცრვენა ზვეზდა“ ბრძოლით გაიარა და ჯგუფში „ლილთან“, აეკ-თან და „ანდერლეხტან“ მოხვდა. იტალიელები ოთხ ტურში გავიდნენ: სამი მოიგეს და ერთი ფრე (ბოლო ორი წააგეს).

1/8 ფინალი გაიწელა. „სელტიკთან“ 180 წუთი უგოლოდ გაილია. დამატებით დროში ერთადერთი გოლი „სან სიროზე“ კაკამ გაიტანა.

საშინაო მეოთხედფინალში „მილანი“ „ბაიერნს“ ორჯერ უგებდა, მაგრამ ორჯერ გაუშვა ვან ბიუტენისგან – 2:2. გასვლაზე ზეედორფმა და ინძაგიმ შეყარეს და ასე გაიარეს უნიათოდ მოთამაშე გერმანული გრანდი.

ნახევარფინალში „მილანი“ ერთადერთი კონტინენტური გუნდი აღმოჩნდა. დანარჩენი სამი ინგლისური იყო. „მილანს“ „მანჩესტერი“ ერგო. „ოლდ ტრაფორდზე“ პირველმა რონალდომ გაიტანა, მერე კაკამ ორჯერ შეაგდო. თუმცა მეორე ტაიმში ასევე ორი გაიტანა რუნიმ და „იუნაიტედმა“ 3:2 მოიგო.
განმეორებით მატჩში ეპიკური ბრძოლა არ შედგა: „მილანმა“ 3:0 დიდი პრობლემის გარეშე გაიმარჯვა. თავი კაკამ, ზეედორფმა და ჯილარდინიომ გამოიჩინეს.

„მილანი“ ათენის ფინალზე გაფრინდა, სადაც საგზური ერთი დღით ადრე „ლივერპულმა“ გაინაღდა.

2005 წლის ფინალი აღარ განმეორდა. ფილიპო ინძაგიმ ტაიმების მიწურულს ორჯერ გაიტანა. მერსისაიდელებს 89-ე წუთზე დირკ კუიტის გოლმა არ უშველა და „მილანმა“ პრაგმატულდ მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა.

 

ნელსონ დიდა (ბრაზილია)

მაშინ: 33 წლის, გოლკიპერი. 11 მატჩი, 8 გაშვებული გოლი
ახლა: 43 წლის, შეუერთდა Common sense FC-ს, რომელიც ბრაზილიაში საფეხბურთო პროცესებს არეგულირებს

 

ჟელკო კალაცი (ავსტრალია)


მაშინ: 34 წლის, გოლკიპერი. 3 მატჩი, 3 გაშვებული გოლი
ახლა: 44 წლის. ავსტრალიური ”სიდნეის” მეკარეების მწვრთნელი

 

ალესანდრო ნესტა (იტალია)


მაშინ: 31 წლის, ცენტრალური მცველი. 8 მატჩი
ახლა: 41 წლის. საფეხბურთო კლუბ ”მაიამის” მთავარი მწვრთნელი

 

დანიელე ბონერა (იტალია)


მაშინ: 25 წლის, ცენტრალური მცველი, 6 მატჩი
ახლა: 36 წლის, თამაშობს ”ვილიარეალში”

 

კახა კალაძე (საქართველო)


მაშინ: 29 წლის, ცენტრალური მცველი, 8 მატჩი
ახლა: 39 წლის, წავიდა პოლიტიკაში. ახლახან დატოვა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობა. არის ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი

 

პაოლო მალდინი (იტალია)


მაშინ: 38 წლის, ცენტრალური მცველი, 9 მატჩი
ახლა: 49 წლის. ჩოგბურთელი. საფებხურთო კლუბ ”მაიამის” მფლობელი

 

დარიო შიმიჩი (ხორვატია)


მაშინ: 31 წლის, ცენტრალური მცველი, 4 მატჩი
ახლა: 41 წლის, ”პალერმოს” ხელმძღვანელების ერთ-ერთი მრჩეველი. აქვს ფირმა, რომელიც სასმელი წყლის მიწოდებაზე მუშაობს

 

ალესანდრო კოსტაკურტა (იტალია)


მაშინ: 41 წლის, ცენტრალური მცველი, 1 მატჩი
ახლა: 51 წლის. Sky Calcio-ს კომენტატორი

 

მარეკ იანკულოვსკი (ჩეხეთი)


მაშინ: 30 წლის, მარცხენა მცველი, 12 მატჩი
ახლა: 40 წლის, მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო მატჩებში

 

ჯუზეპე ფავალი (იტალია)


მაშინ: 35 წლის, მარცხენა მცველი, 3 მატჩი
ახლა: 45 წლის, მართავს ”ჰარლი დევიდსონს”, მონაწილეობს ”მილანის” ვეტერანების მატჩებში

 

მასიმო ოდო (იტალია)


მაშინ: მარჯვენა მცველი, 30 წლის, 7 მატჩი
ახლა: 41 წლის, მწვრთნელი. ბოლოს 2017 წლის თებერვლამდე ”პესკარას” წვრთნიდა

 

კაფუ (ბრაზილია)


მაშინ: 36 წლის, მარჯვენა მცველი, 6 მატჩი
ახლა: 47 წლის, მონაწილეობს საქველმოქმედო მატჩებში

 

ანდრეა პირლო (იტალია)


მაშინ: 28 წლის, ნახევარმცველი. 12 მატჩი, 1 გოლი
ახლა: 38 წლის. თამაშობს ”ნიუ-იორკ სიტიში”

 

ჯენარო გატუზო (იტალია)


მაშინ: 29 წლის, ნახევარმცველი, 11 მატჩი
ახლა: 39 წლის, ”მილანის” 19 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი

 

კლარენს ზეედორფი (ჰოლანდია)


მაშინ: 31 წლის, ნახევარმცველი, 12 მატჩი, 2 გოლი
ახლა: 41 წლის, 2016 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ”შენჩჟენის” მთავარ მწვრთნელად

 

მასიმო ამბროზინი (იტალია)


მაშინ: 29 წლის, ნახევარმცველი, 10 მატჩი
ახლა: 40 წლის, Sky Sport-ის კომენტატორი

 

კრისტიან ბროკი (იტალია)


მაშინ: 31 წლის, ნახევარმცველი, 7 მატჩი
ახლა: 41 წლის, ფაბიო კაპელოს თანაშემწე ჩინურ ”ცზიანსუ სუნინში”

 

სერჟინიო (ბრაზილია)


მაშინ: 35 წლის, ნახევარმცველი, 1 მატჩი
ახლა: 46 წლის, ”მილანის” სკაუტი

 

კაკა (ბრაზილია)


მაშინ: 25 წლის, ნახევარმცველი, 13 მატჩი, 10 გოლი
ახლა: 35 წლის, თამაშობს ”ორლანდო სიტიში”

 

იოან გურკუფი (საფრანგეთი)


მაშინ: 20 წლის, ნახევარმცველი, 8 მატჩი, 1 გოლი
ახლა: 31 წლის, თამაშობს ”რენში”

 

ალბერტო ჯილარდინო (იტალია)


მაშინ: 24 წლის, თავდამსხმელი, 9 მატჩი, 2 გოლი
ახლა: 35 წლის. ბოლოს ”პესკარაში” თამაშობდა, ახლა თავისუფალი აგენტია

 

ფილიპო ინძაგი (იტალია)


მაშინ: 33 წლის, თავდამსხმელი, 10 მატჩი, 2 გოლი
ახლა: 43 წლის, ”ვენეციას” მთავარი მწვრთნელი

 

რიკარდო ოლივეირა (ბრაზილია)


მაშინ: 27 წლის, თავდამსხმელი, 6 მატჩი
ახლა: 37 წლის, თამაშობს ”სანტოსში”

 

მარკო ბორიელო (იტალია)


მაშინ: 24 წლის, თავდამსხმელი, 2 მატჩი
ახლა: 35 წლის, 2016-17 წლების სეზონი ”კალიარიში” დაასრულა

 

კარლო ანჩელოტი (იტალია)


მაშინ: 47 წლის,”მილანის”მთავარი მწვრთნელი
ახლა: 58 წლის, ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები