LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად აქვთ “ქართულ ოცნების” მერობის კანდიდატებს 50%-ზე დაბალი მხარდაჭერა?

121

წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან 53-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები პირველივე ტურში ლიდერობენ.

ცესკოს მონაცემებით “ქართულ ოცნების”მერობის კანდიდატებს, ამ დროისთვის,  50%-ზე დაბალი მხარდაჭერა შემდეგ თვითმმართველ თემებში აქვთ: 

თიანეთი: “ქართული ოცნება” , ლელა ქიტესაშვილი -49.77%, “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ , თამაზ მეჭიაური – 50.23%

ბორჯომი: ” ქართული ოცნება”, ლევან ლიპარტია 40.54%, “პატრიოტთა ალიანსი”, ზაზა ჩაჩნიძე – 40.23%

მარტვილი:” ქართული ოცნება”, ალექსანდრე გრიგალავა – 49.6%, “ნაციონალური მოძრაობა”, მამუკა დანელია -36%

ოზურგეთი: “ქართული ოცნება”, ბეგლარ სიორიძე – 43.38%, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე 42 -41.76 %

ხაშური: “ქართული ოცნება”, გიორგი გურასპაშვილი – 41.54%,  დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზძე – 18.59%, “ნაციონალური მოძრაობა”, გიორგი მახათაძე -16.62%

ყაზბეგი: “ქართული ოცნება” ალექსანდრე ზაგაშვილი – 44.61%, “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს”, სანდრო ყამარაული -26.88%

მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.