LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცურაო კოსტიუმიანმა შვედმა პოლიციელმა ქალმა ქურდი დააკავა

92

პოლიციელი მიქაელა კელნერი სტოკჰოლმში, პარკ რალამბოშოვში ირუჯებოდა, როდესაც საეჭვო ადამიანი მიუახლოვდა ჟურნალებით ხელში და განუცხადა, რომ ჟურნალებს ქველმოქმედებისთვის ყიდიდა.

მიქაელამ და მისმა მეგობრებმა ჟურნალების შეძენაზე უარი უთხრეს და როდსაც მამაკაცი წავიდა, კელნერი მიხვდა, რომ რაღაცა საეჭვო იყო, ზუსტად ამ დროს მისმა მეგობარმა საკუთარი მობილური ტელეფონი ვეღარ იპოვა.

„დროს ვეღარ დავკარგავდით და დავედევნეთ, დაახლოებით 15 მეტრში იყო ჩვენგან. ჩემი მეგობარიც პოლიციელია. როდესაც მამაკაცს დავეწიეთ, დავიჭირეთ  და მიწაზე დავაწვინეთ, მივხვდი, რომ ჩვენი ორი მეგობრისთვის, რომლებიც არ არიან პოლიციელები და სხვა გამვლელებისთვის ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ ჩანდა. თუმცა, იმის გამო, რომ საცურაო კოსტიუმი მეცვა, ქურდს ხელიდან ვერ გავუშვებდი,“ – ამბობს მიქაელა.

მამაკაცს მართლაც აღმოაჩნდა კელნერის მეგობრის მობილური ტელეფონი.

პოლიციელი აფრთხილებს ყველას, ფრთხილად იყვნენ საეჭვო ადამიანებთან, მათი ნაწილი თავს ქველმოქმედად, ან – ილუზიონისტად ასაღებს.

Bikini-cop-606607

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები