38 წლის მოდელი ალესანდრა ამბროსიო და მისი 39 წლის მეგობარი ბიჭი, ნიკოლო ოდი საახალწლო არდადეგებს ბრაზილიის სანაპიროზე ატარებენ.
ტაბლოიდებმა წყვილი ერთად ნავზე შენიშნეს, ისინი მთელი დღის განმავლობაში საცურაო კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილები და იდეალური ფიგურების დემონსტრირებას ახდენდნენ.
„ვიკტორიას სიკრეტის“ ანგელოზს „ტალისმანის“ ფირმის თეთრი, 143 ევროიანი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა, რომელმაც მოდის ექსპერტებისგან უმაღლესი ფასება დაიმსახურა.