LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქრებმა მოიწყინეს – „გრანდ ელექტრონიქსის“ ახალი კამპანია

78
სტატიის-ქავერი-715x400-2

მეორე ეტაპის შეზღუდვები ზუსტად წინასაახალწლოდ მოიხსნა. დახურული სავაჭრო მოლები დღეიდან გაიხსნა. 24 დეკემბრიდან ჩამქრალი ვიტრინები ათასფერად აინთება, მაღაზიებში საახალწლო სიმღერები ჩაირთვება, კონსულტანტები კი საახალწლო ფორმებს მოირგებენ.

თუმცა იქამდე საჩუქრები მარტონი იყვნენ, მოწყენილები ელაგნენ დახლებზე და მომავალ მყიდველებს იმედით ელოდნენ. როგორ ფიქრობ, რაზე ისაუბრებდა ტექნიკა, საუბარი რომ შესძლებოდა?

საოჯახო მსხვილი ტექნიკა

გაზქურა, ალბათ, ვერ მოისვენებდა ერთ ადგილას. მით უმეტეს, როცა მისი როლი წინასაახალწლო პერიოდში ნებისმიერ ოჯახში განსაკუთრებულია; ვერაფრით შეეგუებოდა იმას, რომ სადღესასწაულო დღეებში ასეთი ცივია. როცა მაცივარი, პირიქით, უჩვეულო სიცხესა და შინაგან სიცარიელეზე დაიწყებდა წუწუნს.

ტელევიზორები

არავინ იცის, ტელევიზორებს გაუხარდებოდათ თუ ეწყინებოდათ, სავალდებულო საახალწლო კონცერტებისა და საინფორმაციო გამოშვებების ჟურნალისტების სახალისო მომენტების კოლაჟების ჩვენებას რომ ასცდნენ. თუმცა, ალბათ, ყველასათვის საყვარელი საშობაო საკულტო ფილმის, „მარტო სახლში“-ის ჩვენება მაინც ძალიან მოენატრებოდათ.

სამზარეულო წვრილი ტექნიკა

ვფიქრობთ, რომ მიქსერისთვის კატეგორიულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ერთი ნამცხვარი მაინც გამოეცხო. შეუპოვარი მიქსერის ენთუზიაზმი კი, შესაძლოა, კომბაინსაც გადასდებოდა და მიკროტალღურ ღუმელსაც.

თავის მოვლის ტექნიკა

თმის ფენი და სავარცხელი იოცნებებდნენ, თუ როდის შეხვდებოდნენ სილამაზისა და თავის მოვლის Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანებულ უამრავ გოგოს და იმედი ექნებოდათ, რომ ისინი იქ კვლავ ახსოვთ.

გათბობა-გაგრილების სისტემები

ცენტრალური გათბობის ქვაბებიც მოწყენილები ეკიდებოდნენ თავთავიანთ ადგილებზე, თუმცა მას მერე, რაც გახსნის შესახებ შეიტყობდნენ, ხალისით მოემზადებოდნენ მომხმარებლებთან პირისპირ შესახვედრად. რაც შეეხება კონდიციონერს, შესაძლოა, ის მთელ ამ ალიაქოთში სულაც არ ჩართულიყო. მისთვის ხომ ზამთრის პერიოდი ისედაც არაა აქტუალური. ამიტომაც გემრიელად იცვლიდა გვერდს და ტკბილ ძილს განაგრძობდა.

კამპანია „საჩუქრებმა მოიწყინეს“ ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსმა“ დაიწყო. მისი მიზანი იყო, მომხმარებელს დაენახა, რომ პანდემიის დროს არა მხოლოდ ადამიანები, არამედ – საჩუქრებიც იწყენენ, მით უმეტეს, რომ წინასაახალწლო პერიოდში, არ აქვს მნიშვნელობა კარანტინია თუ არა, ყველას უნდა საჩუქრები – დიდსაც და პატარასაც.

თუმცა, თუკი პანდემიის გამო მაინც ყოყმანობთ, ესტუმროთ თუ არა ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს, მაგრამ არც უსაჩუქროდ დარჩენა გსურთ, არ დაგავიწყდეთ, რომ „გრანდ ელექტრონიქსში“ ტექნიკის პირდაპირ და განვადებით შეძენა ვებგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ აქ ფასდაკლებებიც მოქმედებს, ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისიც უფასოა.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები