საჩუქრები, რომლებიც სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქორწილში მისულ სტუმრებს გადასცეს eBay-ზე იყიდება.
ვებგვერდზე დაახლოებით ცხრა აუქციონს შეხვდებით, სადაც საჩუქრის ღირებულება რიგ შემთხვევაში 1,000 ფუნტ სტერლინგსაც კი აჭარბებს.
სასაჩუქრე ჩანთა არა ტაძარში მყოფ 600 სტუმარს, არამედ უინძორის სასახლეში მიწვეულ 2,640 ადამიანს გადასცეს.
ჩანთაში საინფორმაციო ბროშურა და ტკბილეული დევს.