LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქრები ექიმებს და ფინანსური მხარდაჭერა დაზარალებულებს Morebeauty-სგან

231
image0

უკვე ბევრისთვის ცნობილი ონლაინ – მაღაზია morebeauty.ge გამოირჩევა თავის მოვლის ინოვაციური პროდუქციით, სერვისის განსაკუთრებული მოქნილობითა და ახლა უკვე ძალიან საინტერესო წამოწყებებით.

morebeauty.ge-ის ინფორმაციით, კომპანია, რომლის კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვი დღითიდღე იზრდება (მაღალი ხარისხის პროდუქციისა და  გამორჩეული მომსახურების  სერვისის დამსახურებით), აქტიურად ჩაერთო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა.

„Morebeauty.ge-მ, ერთ-ერთ ასეთ გამორჩეულ წამოწყებასთან დაკავშირებით, ცოტახნის წინ, ოფიციალურ FACEBOOK და INSTAGRAM გვერდზე გამოაქვეყნა ძალიან ემოციური პოსტი სათაურით „#მადლობაექიმებს” , რომელიც არაერთი ადამიანისთვის/კომპანიისთვის ინსპირაციის წყაროდაც კი იქცა. მადლიერების გამოსახატად, კომპანია „მორბიუთიმ“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 78 მედპერსონას (ექიმებს, მედდებსა და სანიტრებს) საჩუქრად გაუგზავნა ყველაზე ხშირად გაყიდვადი აპარატები და თავის მოვლის პროდუქტები“, – აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, შეიქმნა მეილი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებმა და გამომწერებმა კომპანიას უამბეს საკუთარი, ან თავიანთი ახლობლების ისტორიები, პანდემიის ფარგლებში განსაკუთრებულად გართულებული ყოველდღიურიბის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ Morebeauty.ge-მ თითოეულ ზემოთ ხდენებულ ადამიანს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში გაგზავნა საკვები, წამლები და ჰიგიენური საშუალებები.

ამასთან, პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერის პროცესში, კომპანიამორბიუთიმმოახერხა 10 000 ლარის გამოყოფა. თანხის გარკვეული ნაწილი  გადარიცხა „კათარზისსა“ და ორგანიზაციაში „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“.

„არც ერთი სიტყვა თუ ქმედება არ იქნება საკმარისი მადლიერების სრულყოფილად გამოხატვისთვის გმირი ექიმების მიმართ, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენი სიცოცხლის გადარჩენისთვის. ვეცადეთ, ამ საჩუქრებითა და ყურადღებით გამოგვეხატა პატივისცემა მათ მიერ გაწეული უდიდესი შრომის მიმართ. ასევე გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს, რომელებმაც უდიდესი დახმარება გაგვიწიეს პანდემიით დაზარალებული ოჯახების მოძიების პროცესში.   იმედი გვაქვს, მალე შეიცვლება არსებული მდგომარეობა და კიდევ უფრო აქტიურად შევუდგებით ჩვენ მიერ დაგეგმილი სოციალური სოლიდარობის პროექტების განხორციელებას“, – აცხადებენ კომპანიაში და დასძენენ, რომ მათი უპირველესი მიზანი ყოველთვის იყო მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება და საუკეთესო მომსახურების გაწევა, ახლა კი ამ სიას მოქალაქეებსა და მიუსაფარ ცზოველებზე ზრუნვაც შეემატა.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ- მაღაზია Morebeauty.ge აპირებს, მომავალშიც განაგრძოს მსგავსი ტიპის სხვადასხვა აქტივობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები