ცოტა ხნის წინ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ მეოთხედ მიიღო „ოქროს ბურთი“. სპეციალურად ამ ფაქტის აღსანიშნავად, შვეიცარულმა კომპანიამ TAG Heuer, რომელიც საათების წარმოებით არის დაკავებული, ფეხბურთელს უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა: რონალდოს საათის სპეციალური ვერსია TAGHeuer Carrera Heuer 02T დაუმზადეს, რომელიც 68 ბრილიანტით არის გაწყობილი.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია, თუმცა „ოქროს ბურთების“ რაოდენობით მას ლიონელ მესი ჯობნის, რომლის კოლექციაში ხუთი ასეთი ჯილდოა.