Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საჩუქარი ჯარიმის ქვითრის ნაცვლად – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქარი ჯარიმის ქვითრის ნაცვლად

22

სოც-ქსელები ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების უსწრაფეს საშუალებად რომ გადაიქცა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. სწორედ ასეთი ხერხით გავრცელდა ის ინფორმაციაც, რომელმაც მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა…

შემთხვევა ტეხასის შტატში მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ პატრულირებისას ერთ-ერთმა ეკიპაჟმა შემოწმების მიზნით სატვირთო ავტომობილი გააჩერა. მისი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტომობილში მძღოლის გარდა მისი 1, 3 და 5 წლის შვილები, სპეციალური სავარძლების გარეშე იმყოფებოდნენ.

როგორც სატვირთოს მძღოლმა განაცხადა, ის ათვიცნობიერებდა ჩადენილ კანონდარღვევას და საფრთხესაც, თუმცა არ ჰქონდა საშუალება, ბავშვებისთვის ერთდროულად 3 სავარძელი ეყიდა.

სანამ ეკიპაჟის ერთი წევრი, მძღოლთან საუბრობდა, მეორე წევრმა დრო იხელთა და მაღაზიაში წავიდა. დაბრუნებულმა კი მძღოლს ბავშვებისთვის სავარძლები მოუტანა. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ გააკეთა ეს, მან თქვა: ”რა აზრი ჰქონდა მის დაჯარიმებას? ბავშვები ხომ ისევ სავარძლის გარეშე ივლიდნენ…”

ამ ფაქტით გახარებულმა მამამ პოლიციელს დიდი მადლობა გადაუხადა და მომხდარს სასწაული უწოდა. რაც შეეხება კეთილ პოლიციელს,  თანამშრომლებმა მას ფული შეუგროვეს და დანახარჯი აუნაზღაურეს…

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები