LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საჭმელი არ ჰქონდათ, შეიარაღებულები არიან ძველი ტყვიამფრქვევებით და ტექნიკით“ – რუსი სამხედროს ცოლი BBC-სთან ჰყვება, როგორ მიატოვეს მობილიზებულები ლუგანსკის ტყეში, ფრონტის წინა ხაზზე

62
რუსი

ამერიკული გამოცემა BBC რუსეთიდან, კერძოდ კი ეკატერინბურგიდან მობილიზებული სამხედრო მოსამსახურის მეუღლის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც გამოცემას უყვება, თუ როგორ აღმოჩნდა მისი ქმარი სხვა მობილიზებულ კოლეგებთან ერთად თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ტყეში საკვების, აღჭურვილობისა და ყოველგვარი ბრძანების გარეშე.

როგორც ელენა საპრუნოვა აღნიშნავს, მისი მეუღლე მობილიზებულებს შორის 26 სექტემბერს გამოიძახეს. მანამდე კი ის სამხედრო სამსახურში 20 წელზე მეტი ხნის წინ მსახურობდა, ახლა 42 წლისაა.

როგორც ელენა მეუღლის მონაყოლიდან იხსენებს, უკვე 28 სექტემბერს მობილიზებულები გაგზავნეს დონის როსტოვში, იქიდან კი ლუგანსკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ საწვრთნელ მოედანზე, სადაც ერთი კვირით დარჩნენ. 6 ოქტომბერს კი ისინი პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაუშვეს.

„ეს გახდა უზარმაზარი გამოცდა ათასობით მოსკოველი ოჯახისთვის“ – მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთში მობილიზაცია დასრულდა

სერგეი სობიანი წერს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები და თავდაცვის სამინისტროს დავალება სრულად შესრულდა.

„მათ უთხრეს, რომ ჯერ ისწავლიდნენ, შემდეგ კი გაამაგრებდნენ თავდაცვის მეორე ან მესამე ხაზს, მაგრამ სინამდვილეში ისინი მაშინვე აღმოჩნდნენ წინა პლანზე…

საჭმელი არ ჰქონდათ, შეიარაღებულები არიან ძველი ტყვიამფრქვევებით და ტექნიკით, რაც ნახევრად გაფუჭებულია. მეუღლე ამბობს, რომ ამ ტყეში ბევრი მკვდარია, რომლებიც არ გაჰყავთ.“ – ამბობს ელენა საპრუნოვა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურე ოჯახს არ დაკავშირებია, მან მხოლოდ 27 ოქტომბერს შეძლო სახლში დაბრუნება.

27 ოქტომბერს, კიდევ ერთი მობილიზებულის მეუღლესთან ერთად, ელენამ სამხედრო პროკურატურას არსებული მდგომარეობის გამოსწორების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართვა გაუგზავნა.

მან ადმინისტრაციისგან მიიღო პასუხი, რომ მისი წერილი გადაგზავნილია თავდაცვის სამინისტროში და იქ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანა რუსეთის ათასობით მოქალაქემ დატოვა, ბევრი კი სამხედრო გაწვევას უკვე შეეწირა.

ამავე თემაზე:

რუსეთის დუმამ მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულთა მობილიზება კანონით დაუშვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები