LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში განკურნებულ მამაკაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა

135
sachxere

საჩხერის სამედიცინო ცენტრში განკურნებულ კაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში მეექვსე დღეა მკურნალობს.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, პაციენტს თავის დროზე გაუკეთდა პისიარკვლევა, იყო უარყოფითი პასუხი, ამიტომაც გადავიდა კარანტინის ზონაში.

„ერთი კვირის ვადაში კიდევ გამოუვლინდა სიმპტომები, ტესტმა ისევ დადებითი აჩვენა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მკურნალობიდან ერთი ან ორი კვირის განმავლობაში შეიძლება პისიარკვლევით აღარ ჩანდეს სიმპტომები. ამიტომაც არის, რომ პროტოკოლით მკურნალობის პროცესი მოიცავს შემდგომ მეთვალყურეობის პერიოდს, ორკვირიან თვითიზოლაციას ან კარანტინს“,-აღნიშნა გიორგიძემ.

ახალგაზრდა მამაკაცი საჩხერის კლინიკაში თავდაპირველად საირმის საკარანტონო სივრციდან იყო გადაყვანილი.

მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები