LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – ის ერთ-ერთია 13 ინფიცირებულიდან

1828
w1240-p16x9-coronavirus-france-250220

საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 13 პირიდან ერთი, მათ კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ინფორმაციითვე, პაციენტი საზღვარგარეთ არ ყოფილა და მას კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან.

მნიშვნელოვანი დეტალები კორონავირუსის შესახებ: “ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით”

კლინიკაში ვირუსის სიმპტომით მეორე პაციენტია მოთავსებული. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი, პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული . კარანტინის რეჟიმში – 128 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 59 პირია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები