საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა.
როგორც ის ამბობს, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა.
ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ვირუსი მის მეუღლეს მსუბუქ ფორმებში აქვს, მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ჰქონია.
საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა
საჩხერის მერის ოჯახის წევრები ახლა იზოლაციაში არიან, მეუღლე კი საჩხერის სამედიცინო ცენტრში ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 36 პირი.
მარინა ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულებს დღეს ალბათ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატება