საჩხერეში სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ინფიცირებულია 24 პირი.
როგორც ცნობილია, მათ ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდათ.
შედეგად, სასწრაფოს ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მუშაობს.
ცნობისთვის, რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში 1 200-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.