LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროების შემთხვევაში საქართველოში 6 000-ზე მეტი საწოლის რესურსი არსებობს – თენგიზ ცერცვაძე

82
tengizcercvadze-71213

საქართველოში 6 ათას საწოლზე მეტის მობილიზება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან და კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს რისკი, როდესაც ალბათ დადგება მომენტი, რომ საწოლფონდი და კლინიკური სექტორის რესურსი ავადმყოფების რაოდენობას ვერ გაუძლებს, მაგრამ როგორც მან აღნიშნა, საქართველო ჯერჯერობით ამასთან ახლოს არ არის.

„მთლიანად საჭიროების შემთხვევაში, რეალური რესურსი, თუმცა ესეც შეიძლება არ იყოს მაქსიმალური, არის 6 ათას საწოლზე მეტი. იმ პოტენციალის, რაც ქვეყანას აქვს, მხოლოდ ნაწილია გამოყენებული იმიტომ, რომ დღეს მეტი საჭირო არ არის.

რისკები არის, რომ რაღაც მომენტში, შესაძლოა, თუმცა ეს არ გვინდა დავუშვათ, რომ დადგეს მომენტი, ანუ გვყავდეს რაღაც ისეთი რაოდენობა ახალი ავადმყოფების, როდესაც ქვეყნის ეს ძალიან დიდი საწოლფონდი და ძალიან სერიოზული რესურსების მქონე კლინიკური სექტორი მაინც ვეღარ აუვა. თეორიულად ასეთი პერიოდი შეიძლება დადგეს”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები