LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა მეტი ფარმაცევტის და ექიმის მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში – “ავერსის” დამფუძნებელი ბაზარზე არსებული დეფიციტის შესახებ 

67
კურტანიძე

ფარმაცევტები იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა არის და საჭიროა მეტი ფარმაცევტის მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე ექიმებისაც, – ამის შესახებ „ავერსის“ დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს-ასოციაციის წევრების შეხვედრამდე განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი წინადადება, რომელსაც „ავერსის“ სახელით პრემიერთან შეხვედრაზე დააყენებს, სწორედ გადამზადების საკითხი იქნება.

„დღეს პრემიერ-მინისტრთან ბიზნესმენების მხრიდან განიხილება გასული წლების შედეგები. ძალიან სასიხარულოა, რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ზრდა. ბიზნესში ამას ვგრძნობთ პირველ რიგში იმით, რომ გაზრდილია მომხმარებლის რაოდენობა, გაზრდილია მოთხოვნა მუშახელზე, პირადად ჩვენ ყოველდღიურად მეტ ადამიანს ვასაქმებთ.

პირველი წინადადება ბიზნესის მხრიდან რაც იქნება, მეტი კოორდინაცია გაუწიოს სახელმწიფომ სპეციალობების მიხედვით მოქალაქეების მომზადებას, ვინაიდან ყველა ბიზნესს ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს შრომის ბაზარზე და მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით. მაგალითად, ფარმაცევტები იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა არის და საჭიროა მეტი ფარმაცევტის მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე ექიმების. მიმაჩნია, რომ ჩვენი წინადადება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ გაზრდილია მოთხოვნა შრომის ძალაზე და იზრდება მათი ანაზღაურებები“, – განაცხადა კურტანიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები