სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პროდუქტების სრული ასორტიმენტი ერთ ქსელში. ”აგროსფერო” მომხმარებელს ბარაქიანი შემოდგომისთვის საჭირო პროდუქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”აგროსფეროს” მაღაზიებში წარმოდგენილია რამდენიმე კატეგორიის პროდუქტები.
”ჩვენთან სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია შეიძინოს: მცენარეთა დაცვის საშუალებები, მაღალი ხარისხის სათესლე მასალა და სასუქები, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, ასევე აგროტექნიკა”, – აცხადებენ ”აგროსფეროში”.
მათივე ინფორმაციით, პროდუქციის იმპორტი რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან ხორციელდება. ეს ქვეყნებია: გერმანია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ავსტრია.
”პროდუქციის ძირითადი ნაწილი მაინც გერმანიიდან ჩამოგვაქვს. ვთანამშრომლობთ ”ბაიერთან”- მსოფლიოში ლიდერ გერმანულ კომპანიასთან მცენარეთა დაცვის საშუალებებსა და მეთესლეობის სფეროში. ”ბაიერის” პროდუქტების ასორტიმენტი მოიცავს ინექტიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, ასევე თესლის შესაწამლ საშუალებებს. ”ბაიერი” ქმნის საუკეთესო და რაც მთავარია უსაფრთხო პროდუქციას, რომელსაც დღეს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ენდობიან. ”აგროსფერო” სწორედ ამ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში”, – აღნიშნეს მაღაზიათა ქსელში.
როგორც ”აგროსფეროში” აცხადებენ, ამ ეტაპზე კომპანიის რებრენდინგი მიმდინარეობს- ახლდება სერვისცენტრები და ინერგება მომსახურების ახალი ტიპი.
ცნობისთვის, ”აგროსფერო” საქართველოში 2005 წლიდანაა წარმოდგენილი. ფლობს 5 ფილიალს კახეთში, ერთს კი -თბილისში. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კომპანია თანამშრომლობს დილერებთან.