LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭირო იქნება აქციები? – იქნება აქციები, არავინ მოერიდება ამას: ელენე ხოშტარია

37
ელენე-ხოშტარია

„დღეს არის არჩევნები მთავარი, არჩევნები, რომელიც ქვეყანაში მოიტანს სამართლიანობას, ძლიერ სასამართლოს, რომელიც ყველანაირი პოლიტიკური სურვილების გარეშე გადაწყვეტს ვინ არის და რაში არის დამნაშავე. გადაწყვეტს მათ შორის, მოქმედი ხელისუფლებების ბრალეულობას.” – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა

პარტია “დროას” ლიდერის თქმით, არაფერი წინასწარ დაგეგმილი არ არის, გარდა იმისა, რომ დავიცვათ ხმები და მოვიგოთ არჩევნები.

“როგორ შეიძლება წინასწარ გქონდეს განსაზღვრული დღის წესრიგი?! საჭირო იქნება აქციები? – იქნება აქციები, არავინ მოერიდება ამას. ხმების დაცვაა საჭირო? – დღეს ვიცავთ ხმებს. კოალიცია არის შესაცვლელი? -კოალციიას შევცვლით და ა.შ“, – განაცხადა ხოშტარიამ.