LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭადრაკო კლუბი „ოლიმპიური ჩემპიონი“ ონლაინ სწავლებაზე გადავიდა

603
89879579-2729620907158899-3163933803727028224-o

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, საჭადრაკო კლუბი „ოლიმპიური ჩემპიონი“ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კლუბის ხელმძღვანელი მაია ლომინეიშვილი მოუწოდებს ჯგუფის წევრებს კორონავირუსის პრევენციისთვის დარჩნენ სახლში და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მისი თქმით ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში დაესწროს.

„ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, ჩვენც გადავდივართ დისტანციურ სწავლებაზე. ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, ბევრი მასწავლებელი იყენებს სწავლების ამ მეთოდს. საქართველოში ჭადრაკის (და არა მხოლოდ ) დისტანციურ სწავლებას ზოგიერთი მშობლები სკეპტიკურად უყურებს, თუმცა დამერწმუნეთ სწავლების ეს მეთოდი არანაკლებ ეფექტურია, ზოგ შემთხვევაში უფრო უფრო ეფექტურიც კი”,- აცხადებს საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელი მაია ლომინეიშვილი.

ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება სკაიპის (საჭიროების შემთხვევაში სხვა აპლიკაციების) საშუალებით.

გადმოწერეთ სპეციალური აპლიკაცია თქვენს კომპიუტერში ან პლანშეტში.(chess24.com) სწავლების პროცესს დისტანციურ რეჟიმში კონფერენს ზარის საშუალებით უხელმძღვანელებს პედაგოგი. დამატებით ინფორმაციას ონლაინ სწავლების შესახებ გაეცნობით საჭადრაკო კლუბ „ოლიმპიურ ჩემპიონი“-ს facebook გვერდზე“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საჭადრაკო კლუბი ავრცელებს.

კლუბი „ოლიმპიური ჩემპიონი“ გლდანში მდებარეობს. ჯგუფები გაყოფილია სხვადასხვა სიძლიერის მიხედვით – დამწყებიდან პროფესიონალამდე. აქ ყოველ შაბათ-კვირას იმართება თანრიგების ტურნირები. აგრეთვე პერიოდულად იმართება სხვადასხვა სახის აქტივობები.

საჭადრაკო კლუბი “ოლიმპიური ჩემპიონი” მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის – ნონა გაფრინდაშვილისა და ოლიმპიური ჩემპიონის მაია ლომინეიშვილის მიერ 2016 წელს დაფუძნდა.