LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოზე GULF-ი ახალ სკვერს მოაწყობს

64

კომპანია „სანპეტროლიუმ ჯორჯია“  საბურთალოს რაიონში ახალ სკვერს მოაწყობს.  როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნოებს, „სანპეტროლიუმ ჯორჯია“ პირველია იმ კომპანიებს შორის, რომელმაც სურვილი გამოთქვა თავისი წვლილი შეეტანა თბილისში არსებული მწვანე ზონების გამწვანებისა და კეთილმოწყობის პროცესში.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს, რომელიც ბიზნესკომპანიის მიერ ალ. ყაზბეგის N27-თან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და  კომპანია „სანპეტროლიუმ ჯორჯიას“ მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი გამგეობასა და „სანპეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანამშრომლობის პირველი ეტაპია. მემორანდუმის პირობების თანახმად, დიზაინის პროექტი, რომელიც კომპანიამ მოამზადა, ქ.თბილისის მერიას წარედგინება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის კეთილმოწყობა. აგრეთვე, გაიმართება დიზაინის პროექტის საჯარო განხილვა, რომელსაც საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრებიან.

კომპანია ”გალფი”  შერჩეულ ტერიტორიაზე სავარჯიშო და სათამაშო მოედნების, ასევე დასასვენებელი ზონის მოწყობის პროექტს სრულად დააფინანსებს. ტერიტორიის გამწვანებაზე კი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სპეციალისტები იმუშავებენ.

”აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი წლის წინ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. მერიის ინიციატივით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, მიწის ნაკვეთი თვითმმართველის საკუთრებაში დაბრუნდა. სულ მალე კი ყაზბეგის გამზირს კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება”, – განაცხადეს თბილისის მერიაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები