LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება – იხილეთ კონკრეტული მისამართები

142
Untitled design (2)

“პირველი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პირველი ივნისიდან შესაბამის მისამართებზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, რათა მოსახლეობამ რეგისტრაცია შეუფერხებლად გაიაროს.

“საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ჟიული შარტავას, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური და ელექტრომობილებისთვის დასამუხტი ადგილები გამოიყოფა. რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროსადგურ “სამგორის”მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მეველეს ქუჩაზე”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები