LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა – რა ხდება თბილისის მეტროში

151
BeFunky-collage (1)

მეტროს საბურთალოს ხაზი შეფერხებით მუშაობს და რამდენიმე წუთია, მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება. როგორც  სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, შეფერხება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, „დელისის“ მეტროსადგურზე ხის შპალი დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

“მეტროში ხანძარი არ გაჩენილა. “დელისზე” იყო გამოძახება, დაიწვა ერთი ცალი შპალი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, საბურთალოს ხაზი მგზავრების მიღებას რამდენიმე წუთში აღადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები