“ამ დროისთვის საბურთალოს ხაზი დაკეტილია, რასაც ქაოსი მოყვა მეტროში” – ამ სათაურით სოციალურ ქსელში ფოტოებს გიორგი თავშავაძე ავრცელებს. ფოტოებში ჩანს “სადგურის მოედანი” და გადასასვლელი საბურთალოს ხაზზე, რომელიც ხალხით არის სავსე და გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.
როგორც “ფორტუნას” სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურ “სამედიცინოზე” ერთ-ერთი შემადგენლობა მწყობრიდან გამოვიდა და ჩიხში დაბრუნდა, რის გამოც მგზავრებს ვაგონების დაცლა მოუხდათ. მათივე განცხადებით, ამ შეფერხების გამო ინტერვალი 8 წთ-მდე გაიზარდა და პიკი საათის გამო მგზავრებით გადაიტვირთა. სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არანაირი შეფერხება არ არის და მეტრო სრული დატვირთვით მუშაობს.