LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბურავის ფასი გაიზარდა, გაძვირებულია ხუნდები, საწვავი“- ტაქსის კომპანიები ტარიფის გაზრდის მიზეზს განმარტავენ

117
72530426-3004185456264701-9132409182190829568-o

ბოლო პერიოდში, საზოგადოება ტაქსის საგრძნობლად გაძვირებულ ტარიფზე ალაპარაკდა. ფასების მატებას არ უარყოფენ ტაქსის კომპანიებში, თუმცა ისინი მიზეზებს განმარტავენ.

„საბურავის ფასი გაიზარდა, გაძვირებულია ხუნდები, საწვავი და პირველ რიგში, ის თანხა გაიზარდა, რომელიც ადამიანს სჭირდება საკუთარი თავის და ოჯახის მომსახურებისთვის“, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია “200-200”-ის დამფუძნებელი, ნიკა ხოფერია აცხადებს.

მისი თქმით, სამომავლო ტარიფები ფულის მსყიდველთუნარიანობასა და საწვავის ფასის ცვლილებაზეა დამოკიდებული.

„ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა მიბმული. ადამიანი რომ ასხამდა 10 ლარის საწვავს და გამოიმუშავებდა 15 ლარს, ახლა ასხამს 18 ლარის საწვავს და ისევ იგივე 15 ლარს ხომ არ გამოიმუშავებს?! – უნდა გამოიმუშოს 23-25 ლარი, შესაბამისად უნდა გააძვიროს თავისი მომსახურება,“ – ამბობს ნიკა ხოფერია.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია და გადაადგილების ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება, მათთვის, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს – ტაქსია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები