LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბიუჯეტო ხარჯები ნახევარ მილიონ ლარზე მეტით შემცირდება

145
საბიუჯეტო ხარჯები ნახევარ მილიონ ლარზე მეტით შემცირდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუმცა მინისტრს კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
როგორც მან აღნიშნა, საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება შემოსავლების გეგმა, რაც შემდეგ შესაბამისად უნდა აისახოს ბიუჯეტის ხარჯებზე.
„ვაპირებთ, ძალიან სერიოზულ საგადასახადო რეფორმას. ფინანსთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ არამარტო სამთავრობო დაწესებულებებთან, არამედ ბიზნესწრეებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადავიდეთ,”- განაცხადა ხადურმა.
მისი თქმით, თებერვლის პირველ ნახევარში კანონპროექტი მთავრობას, ხოლო შემდეგ პარლამენტს წარედგინება.
” შესაბამისად, მოხდება ბიუჯეტის გადახედვაც, თუმცა, დღეს საუბარი მოცულობებზე ნაადრევია, რადგან ეს დამოკიდებული იქნება, თუ როგორ იქნება ახალი საგადასახადო კანონმდებლობა და როდიდან შევა ის ძალაში. ნახევარი მილიონი, ალბათ, არ იქნება და გაცილებით მეტი იქნება, რადგანაც ნახევარი მილიონი ძალიან ცოტაა“,- აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცახდებით კი, ბიუჯეტი კორექტირდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გაატარებს რეფორმებს, რაც მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
ამ რეფორმებზე, ბიუჯეტის კორექტირების პროპორციებზე ან ნებისმიერ სხვა ცვლილებაზე, განცხადება უნდა გააკეთოს პრემიერ-მინისტრმა, ეს ძალიან დიდი რეფორმაა, რომელმაც ქვეყანა წინ უნდა წასწიოს“,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები