LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში უკრაინული თვითმფრინავი ჩამოვარდა: ავიაკატასტროფას ეკიპაჟის ვერცერთი წევრი ვერ გადაურჩა – ყველა დაღუპული უკრაინის მოქალაქე იყო

2439
62500850_303

საბერძნეთში, ქალაქ კავალასთან ახლოს, უკრაინული წარმოების თვითმფრინავი ჩამოვარდა.

თვითმფრინავი სერბეთიდან იორდანიაში მიდიოდა.

უკრაინული ავიაკომპანიის, „მერიდიანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ბოგდანოვიჩმა Deutsche Welle-სთან განაცხადა, რომ ეკიპაჟის რვავე წევრი, რომელიც კატასტროფას ემსხვერპლა, უკრაინის მოქალაქე იყო.

მისივე თქმით, კატასტროფა ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა.

„დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების ეტაპზეა,” – აცხადებს ბოგდანოვიჩი.

ცნობილია, რომ თვითმფრინავი საბრძოლო მასალით იყო დატვირთული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები