საბერძნეთში, ტყის ხანძრის ქრობისას თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გარდაცვლილები არიან 34 წლის ქრისტეს მოულასი და 27 წლის პერიკლე სტეფანიდისი.
Canadair CL-215 თვითმფრინავმა კატასტროფა ათენის აღმოსავლეთით განიცადა.
შეიარაღებულ ძალებში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.