LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში მასწავლებლებს გაჯეტების შესაძენად ფულს დაურიგებენ

66
thomas-park-w9i7wmam3ee-unsplash

ბერძენი მასწავლებლები ნოუთბუქებისა და პლანშეტების შესაძენად 200 ევროიან ვაუჩერებს მიიღებენ. ამ გზით ხელისუფლებას სურს, რომ სკოლებს ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებაში დაეხმაროს.

ანალოგიური ვაუჩერები უკვე გადაეცათ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, თანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის დამსახურებით საბერძნეთის ნახევარ მილიონზე მეტ მოსახლეს, რომელთა ასაკიც 4-დან 24 წლამდეა, სწავლების ახალი ტექნიკის ათვისება არ გასჭირვებია.

Covid-19-ის პანდემიის გამო ევროკავშირის ყველა ქვეყანა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. შედეგად ონლაინ სწავლა 95 მილიონ მოსწავლეს მოუხდა და მათ 8 მილიონი მასწავლებელი ასწავლიდა.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეალობისთვის ყველაზე მეტად მომზადებულები ჩეხი და დანიელი მოსწავლეები აღმოჩნდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები