საბერძნეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. დაშავებულია 187 ადამიანი, მათგან 164 ზრდასრული, 23 კი ბავშვია.
უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა კვლავ უცნობია. მათი ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ქვეყნის პროკურატურამ ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით საქმე უკვე აღძრა.