საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პროცედურის გავლა ყველა ადამიანს მოუწევს. სხვა შემთხვევაში კი მათ 100 ევროს ოდენობის ჯარიმა ელით, თანაც ეს ჯარიმა ყოველთვიური იქნება.
ჩინოვნიკმა ისიც დაამატა, რომ მოსახლეობის მასობრივი დატესტვაც დაიწყება, რათა საშობაო დღესასწაულების წინ ვირუსის უსიმპტომო მატარებლები აღმოაჩინონ.
ადრე თუ გვიან საბერძნეთში Covid-19-ის ახალი შტამიც შემოვა და უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია.
„აცრები, ბევრი ანალიზი, მწვანე პასპორტი და ინდივიდუალური დაცვის გზები – ეს არის ჩვენი პასუხი და არა კარანტინი“, – განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა შორის აუცრელთა რაოდენობა 580 ათასს შეადგენს.