LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში 2 ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

609
Untitled design (3)

საბერძნეთში 2 ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა. ამის შესახებ „ფორტუნას“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ასევე, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური.

მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, “General Hospital of Ioannina G. Hatzikosta”, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში“, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.