LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის პასპორტების გაყალბება – დაკავებულია ოთხი პირი

80
kakaak

საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტების, მართვისა და ბინადრობის ყალბი მოწმობების დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები: 1970 წელს დაბადებული შ.რ. და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები – 1980 წელს დაბადებული ლ. წ., 1970 წელს დაბადებული ფ. გ. და 1959 წელს დაბადებული ა.ე. ამზადებდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბ პასპორტებს, მართვისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს, რომლებსაც შემდგომ, ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე ასაღებდნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა, ასევე, სამართალდამცველებმა ქალაქ ხონში, ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ტურისტული კომპანიის ოფისშიც ჩაატარეს ჩხრეკა.

ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-შეძენა-შენახვა-გასაღების ან გამოყენების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები