LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები შეგვიმცირდა, იტალიიდან და გერმანიიდან კი – გაგვეზარდა

73
An employee counts USD notes at a money change outlet in Jakarta on June 14, 2013. Indonesia's central bank unexpectedly hiked interest rates for the first time in more than two years as it seeks to boost confidence in the rupiah after the currency fell to a four-year low. AFP PHOTO / Bay ISMOYO        (Photo credit should read BAY ISMOYO/AFP/Getty Images)

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 14.9 პროცენტით მოიმატა და 229.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 35.1 პროცენტით 33.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით, 306.2 პროცენტით ყაზახეთიდან და 296.6 პროცენტით ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდა, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 4.4 და 2.2 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები აზერბაიჯანიდან გაიზარდა, ხოლო თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემცირდა.

დეკემბერში, ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა 11.7 პროცენტით მოიმატა, რაც, ძირითადად, იტალიიდან და გერმანიიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა ზომიერად შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა 19.5 პროცენტით გაზრდილმა გზავნილებმა აშშ-დან და 13.8 პროცენტით გაზრდილმა გზავნილებმა ისრაელიდან.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 40.2 პროცენტს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი 17.3 პროცენტიანი წილით და აშშ 11.6 პროცენტიანი წილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები