ცესკოსთან გამართულ აქციაზე დაშავებული “ტვ პირველის” ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ნოდარ მელაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
როგორც მელაძე წერს, ოპერატორს თვალზე ოპერაცია დასჭირდა. ამასთან, ტელეკომპანია პირველის გენერალური პროდიუსერი წერს, დარბევისას ტელევიზიის ექვსი კამერა დაზიანდა.
“ჩვენს ოპერატორს ოპერაცია დასჭირდა თვალზე, საბედნიეროდ ბადურა არ დაზიანებულა. ექვსი კამერა ისე გაფუჭდა, რომ ვერც კეთდება. :(((( ისედაც კამერების დეფიციტი გვქონდა, პრაქტიკულად ნახევარი აღარ გვაქვს. დამიზნებით ხდებოდა წყლის ჭავლის ტყორცნა იქ, სადაც იდგა მედია.”- წერს ნოდარ მელაძე.