LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო საწოლის ე.წ. “გამოსაკრავები” ბავშვებს კლავს

2446

მკვლევარები ამბობენ, რომ ბოლო დროს ძალიან პოპულარული საბავშო საწოლების რბილი „გამოსაკრავები“ (“ბამპერები”), რომელსაც საწოლის შიდა მხრიდან ამაგრებენ , ბავშვის სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია.

„კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილთა გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი რბილი „გამოსაკრავებია,“რადგან საწოლის კიდემდე მიხოხებისა და “ბამპერზე” სახის მიდების შემთხვევაში, ბავშვს სუნთქვა უჭირს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 48 შემთხვევა, რომლის დროსაც ჩვილის გარდაცვალების მიზეზი საწოლის “ბამპერები” გახდა. 146 ბავშვი კი „გამოსაკრავებით“ გაგუდვას სასწაულით გადაურჩა,“ – ამბობენ მეცნიერები.

ექსპერტების მოსაზრებით, „ბამპერები“ ახალშობილებისთვის ძალიან საშიშია და უნდა აიკრძალოს.

“გამოსაკრავები“ ბავშვებს კლავს, ეს რბილი ქსოვილები უფრო საშიშია, ვიდრე თავდაპირველად ვფიქრობდით. ჩვილების ნაწილის გარდაცვალების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, საწოლი ცარიელი რომ ყოფილიყო,“ – ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი ბრედლი თაჩი.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ბავშვის საწოლში საშიში ნივთების რიცხვშია რბილი ცხოველები, საბნები და გადასაფარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები