LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“ იყიდება

599
20200710143034

საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“ იყიდება. მიზეზი საბანკო ვალდებულება და მესაკუთრეების ქვეყნიდან წასვლაა. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ „მინიონების“ თანადამფუძნებელი მეგი მექერიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ცალკე იყიდება ვარკეთილში, 280 კვადრატული მეტრის ფართი და ცალკე – ბიზნესი. გასაყიდი ფასი 320 000 დოლარია. „ვარკეთილში ყველაფერი მოწყობილია და არის მეორე ფილიალისთვის გასახსნელი ინვენტარიც,“-აცხადებს მექერიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

შეგახსენებთ, კომპანია 2 წელია დახურულია. „მინიონებს“ ჯამში ბანკის წინაშე 450 000 ევროს დავალიანება აქვს, თუმცა, მეგი მექერიშვილის თქმით, ახალ მყიდველს კომპანიის მხრიდან საბანკო ვალდებულება არ ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები