LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღების კვების ტენდერში მხოლოდ შპს “ნილი” მონაწილეობს

87

თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით არსებულ საჯარო ბაღებში კვების უზრუნველყოფის მიზნით ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. საერთო ჯამში, 171 ბაღის 60 ათასზე მეტი აღსაზრდელის კვებისთვის მერია 35 მილიონ ლარამდე დახარჯავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება უწყებამ 31 იანვარს დაასრულდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „ნილი“ მონაწილეობს.

მერიას ტენდერი კვლავ ორ ეტაპად აქვს გამოცხადებული, 1-ლი ეტაპი მოიცავს ორ სასწავლო სემესტრს. 2018 წლის 19 თებერვლიდან ივნისის თვის ბოლომდე და 2018 წლის სექტემბერიდან 28 დეკემბრამდე პერიოდს, საერთო ჯამში 165 დღეს. მე-2 ეტაპი კი მხოლოდ ივლისს – წინასწარ განსაზღვრულ საზაფხულო ბაღებში, 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს, სულ 22 დღეს.

გარდა ამისა, ტენდერში თბილისი ორ ნაწილადაა გაყოფილი, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაღებად. მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაღების ჯამში 44 862 აღსაზრდელისთვის მერიას ტენდერში საწყის თანხად დასახელებული აქვს 25 244 815 ლარი, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღებში 16 103 აღსაზრდელის კვებას დაახლოებით 9 050 559 ლარი მოხმარდება. ამავე თანხაში საზაფხულო ბაღებში ჯამში 18 031 აღსაზრდელის კვების მომსახურებაცაა გათვალისწინებული.

ბაგა-ბაღებში კვების უზრუნველსაყოფას დღემდე გამარჯვებული კომპანია შპს „ნილი“ ბაღებს საკვებით 16 თებერვლის ჩათვლით ამარაგებს. მასთან ერთთვიანი კონტრაქტი მერიამ იანვარში გააფორმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები