ახალი სააღმზრდელო წლისთვის საბავშო ბაღებში 10 ათასზე მეტი აღსაზრდელი დარეგისტრირდა. რეგისტრაცია 1 ივლისს დაიწყო. როგორც “ფორტუნას” თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ განუცხადა, აღსაზრდელების გარკვეული რაოდენობის დარეგისტრირება ვერ მოხერდა. მისი თქმით, ეს განაპირობა საჯარო ბაღებზე მოთხოვნის გაზრდამ, ვინაიდან ბაღებში ბოლო 2 წლის განმავლობაში სერვისი მაღალ სტანდარტებზე ავიდა, ასევე თავისუფალი ადგილების ნაკლებობა განპირობებულია ბაღების დახურვით. თორდინავას თქმით, მოხერხდა რამდენიმე ბაღის აღდგენა, ასევე დაიწყო დამატებით ახალი საბავშო ბაღების გახსნა-მშენებლობა, შესაბამისად მისი თქმით, ეს პრობლემა გადაიჭრება.
“სექტებრიდან დაემატება ის ჯგუფები, რომლებიც რემონტდება, გაიხსნება კიდევ სამი ახალი ბაღი, შესაბამისად აღსაზრდელები კიდევ მოახერხებენ დარეგისტრირებას. მშობლებს შეუძლიათ მიმართონ საბავშვო ბაღებს განცხადებით, აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის პირველ კვირამდე დატოვონ განცხადებები. სათათბირო ორგანოების დახმარებით მოხდება გადაწყვეტილების მიღება” – განაცხადა თორდინავამ.